გათბობის, გაგრილების და ვენტილაციის სისტემების პროექტირება. საინჟინრო ნახაზების მომზადება, ჰიდრავლიკური და თერმული გათვლები, ობიექტზე გასვლა და ტექნიკური ზედამხედველობა.
მონტაჟის ჯგუფის ხელმძღვანელობა, სამუშაოს დაგეგმვა და კონტროლი. ობიექტზე ხარისხის უზრუნველყოფა, საჭირო მასალის და ინსტრუმენტის შერჩევა, კლიენტთან კომუნიკაცია.
წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემების მონტაჟი — როგორც საცხოვრებელ, ისე კომერციულ ობიექტებზე. ჰიდრავლიკური ტესტი, რემონტი, ტექნიკური მომსახურება.
მომხმარებლის პირველადი კონსულტაცია, ობიექტზე ვიზიტი, კომერციული შეთავაზების მომზადება. CRM-ში ლიდების მართვა და ხელშეკრულების გაფორმება.